ქართველ ავტოდილერებს მალე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საექსპორტო მიმართულება - სომხეთი დაეხურებათ. ექსპერტების ვარაუდით, ეს და კიდევ რამდენიმე მიზეზი 2020 წლიდან ავტომობილებზე ფასების შემცირებას გამოიწვევს. რატომ იკეტება სომხეთის ბაზარი და რა პერსპექტივა აქვთ ქართველ ავტოდილერებს - ჟურნალისტი თაია არდოტელი და „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ვიცე-პრეზიდენტი, გიორგი კაპანაძე შემოგვიერთდებიან დღის თემაში ამაზე სასაუბროდ