15 აგვისტოდან ერიდეთ ხმაურს! სწორედ ამ დღიდან ამოქმედდება კანონი ხმაურის შეზღუდვის შესახებ. ხმაურიან მოქალაქეებს თავდაპირველად გააფრთხილებენ, ხოლო მისი განმეორების შემთხვევაში სოლიდურ ჯარიმებსაც დააკისრებენ. რამდენით დაგაჯარიმებენ თუ იხმაურებთ, რა ტიპის ხმაურია აკრძალული და რამდენად სახიფათოა მაღალი ხმა ადამიანის ჯანმრთელობისთვის - ამ საკითხზე ჟურნალისტი სალომე აბულაშვილი საუბრობს.
რას იწვევს ხმაური ადამიანის ორგანიზმში? - ამ თემაზე კი ოტორინოლარინგოლოგი არჩილ წულაძე მოგცემთ ინფორმაციას.