რიონის ხეობაში, კომპანია „ენკას“ სამშენებლო ბაზასთან დღის განმავლობაში ხმაურიანი ვითარება რამდენჯერმე შეიქმნა. „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებმა ცოცხალი ჯაჭვიც გააკეთეს.
თავის მხრივ, შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოხატვის თავისუფლებას არ ზღუდავენ, თუმცა რიონში დაკარგული მამაკაცის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს, ხეობაში არსებული ამჟამინდელი ვითარებიდან გამომდინარე კი, პოლიცია ვერ უზრუნველყოფს იქ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას.
მათივე განმარტებით, სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე სთავაზობს უწყება აქციის მონაწილეებზ პროტესტის გამოსახატად ალტერნატიულ ადგილს.