პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული ვითარების გამო, ეკონომიკურ გუნდს დაავალა, დღის ბოლომდე ეკონომიკური სტიმულირების კონკრეტული გეგმა წარმოადგინონ.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ეფექტიანად უპასუხოს იმ გამოწვევებს, რაც კორონავირუსის გავრცელებით შესაძლოა, ქვეყნის ეკონომიკას მიადგეს.