დედაქალაქის მერი თბილისის საკრებულოში მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმისთვის ქონების გადაცემის შესახებ მერიის წარმომადგენლების დაბარებას გამოეხმაურა. საკრებულოში მათ დღეს ელოდებოდნენ. თბილისის მერიის ხელმძღვანელი პირები მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახისთვის მილიონი ლარის გამოყოფის საკითხზე თბილისის საკრებულოში არ მივიდნენ. თბილისის მერის მოადგილეები ნატო ქიტიაშვილი და ირაკლი ლექვინაძე, ასევე, იურიდიული სამსახურის უფროსი სოფიო გიგანი და ქონების მართვის სამსახურის უფროსი კარლო ლაფერაძე საკრებულოს გაერთიანებულმა ოპოზიციამ დაიბარა.