დღევანდელი მონაცემებით, „ფაიზერით“ აცრის რიგში 9000 ადამიანია. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი განმარტებით, 9000-დან 20 % სამედიცინო პერსონალი, დანარჩენი კი - 65 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეა.
ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ვაქცინაციის ჩასატარებლად მოლოდინის რეჟიმში ჯამში 11 273 ადამიანი იმყოფება, დაახლოებით 2000 ადამიანი კი აცრას „ასტრაზენეკას“ ვაქცინით გეგმავს.