ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ამ დროისთვისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 1467 პაციენტი რჩება ჰოსპიტლებში, აქედან 299 არის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, 80 პაციენტი არის რეანიმაციულ განყოფილებაში, 3000-ზე მეტი საწოლი კი რჩება მობილიზებული. ამის შესახებ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.
მან ვაქცინაციის პროცესზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მიმდინარე კვირის ბოლომდე საქართველო მიიღებს „ფაიზერის“ ვაქცინას და მედიკოსებსა და 65 წელს ზემოთ ადამიანებს არჩევანის საშუალება ექნებათ, რომელ ვაქცინას გაიკეთებენ.
რაც შეეხება ვაქცინაციის პროცესს, დღევანდელი მდგომარეობით 4000-ზე მეტი სამედიცინო პერსონალი არის აცრილი.