ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებლის, ვახტანგ კალოიანის შეფასებით, იმ შემთხვევაში, თუ თებერვლის ბოლოს საქართველოში კორონავირუსის მესამე ტალღა დაფიქსირდება, არსებული აღჭურვილობითა და მომზადებით, ჯანდაცვის სისტემას ვირუსთან გამკლავება გაუჭირდება. როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტნიუსი“ განმარტა, სამომავლო ეპიდვითარება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ მოახერხებს სახელმწიფო კონტოლის ღონისძიებების შესრულებას და ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას.