დღევანდელ დღეს ვულოცავ უკლებლივ უმცირესობის ყველა წარმომადგენელს, რადგან ქართული სახელმწიფოს განსაკუთრებულობა სწორედ ჩვენს მრავალფეროვნებაში და იმის აღიარებაშია, რომ განსხვავებულები ვქმნით ერთ ძლიერ სახელმწიფოს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა თავისუფლების მოედანზე განაცხადა.უმაღლესმა მთავარსარდალმა ფიცის დადების ცერემონიის შემდეგ ჯარისკაცებს და საზეიმო ცერემონიაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და მთელ საქართველოს დღევანდელი დღე მიულოცა.