ქვიშხთის მოსახლეობამ მშენებარე სარკიბნიგზო გვირაბთან აქცია გამართა. ადგილობრივებმა გვირაბის შესასვლელი გადაკეტეს და მშენებლობაზე მომუშავეებს შესვლის უფლება არ მისცეს. ისინი საქართველოს რკინიგზის კონტრაქტორ კომპანიას ჩინეთის რკინიგზას 2014 წელს დადებული ხელშეკრულების შესრულებას თხოვენ, რომლის თანახმადაც გვირაბის მშენებლობის დასრულების შემდეგ კომპანია იღებს ვალდებუილებას სპეციალისტებიუს მონაწილეობით შეამოწმოს მშენებლობისას დაზიანებული შენობები და მოახდინოს კომპენსაცია. ექსპერტიზის დასკვნა მხოლოდ 6 ოჯახს აქვს თუმცა ოჯახები კომპენსაციის თანხას არ ეთანხმებიან.