ცნობილია, რომ დღეში 300 მილიგრამი კოფეინის მოხმარებამ შესაძლებელია გააღრმავოს ადამიანის შფოთვითი და პანიკური მოშლილობის სიმპტომატიკა. უკანასკნელმა კვლევებმა აჩვენა სხვადასხვა პროდუქტსა და სასმელებში კოფეინის მოულოდნელად მაღალი კონცენტრაცია. 100 გრამ შავი შოკოლადის ფილაში, კოფეინის კონცენტაციამ 80 მგრ შეადგინა. ეს უფრო მეტია, ვიდრე ფინჯან შავ ჩაიში. რამოდენიმე კოვზი ყავის ნაყინი შეიცავს 52 მგრ კოფეინს. ფინჯანი შავი ან მწვანე ჩაი უფრო ნაკლებ კოფეინს შეიცავს, ვიდრე ენერგეტიკული სასმელი.სპეციალისტების აზრით, 300 მილიგრამი კოფეინი ზრდასრული ადამიანისთვის რეკომენდებული მოცულობაა, რამაც ადამიანის ფსიქიკაზე გავლენა არ უნდა მოახდინოს. მაგრამ მეტი კოფეინის ან დამატკბობლებთან ერთობლიობაში მიღების შემთხვევაში ზარალდება საკვების მომნელებელი სისტემა, იზრდება გულისცემის სიხშირე, ძლიერდება შფოთვისა და პანიკური მოშლილობის სიმპტომები.