ვერაზე მოკლულ 22 წლის ნიკოლოზ კვარაცხელიას დღეს დაკრძალავენ. თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით გუშინ პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. შემდეგი სასამართლო სხდომა 15 ნოემბერს ჩაინიშნა. ანჯაფარიძის ქუჩაზე, 22 წლის ნიკა კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გახსნილად გამოაცხადა. როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ნიკა კვარაცხელიას მიმართ 10-ზე მეტი გასროლა განხორციელდა, სავარაუდო დამნაშავემ კი ტერიტორია თანამზრახველთან ერთად ნაქირავები მანქანით დატოვა.