საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კონსილიუმთან თანამშრომლობას წყვეტს და შიმშილობის შემამსუბუქებელ მკურნალობაზე უარს აცხადებს.
ამის შესახებ მის მიმართვაშია ნათქვამი, რომელიც მისმა ადვოკატმა გიორგი გელხაურმა #12 სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს გააცნო.