ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საგარეჯოს, თეთრიწყაროს, ქუთაისის, ახალციხისა და ლანჩხუთის კლინიკებს „ცხელების ცენტრები“ დაემატება. მინსიტრის განმარტებით, ასეთი კლინიკები მიიღებენ ცხელებით პაციენტებს. ამ მხრივ კი, როგორც ტიკარაძე განმარტავს, 442 საწოლფონდის მობილიზაცია კეთდება. რაც შეეხება საწოლფონდის გადანაწილებას, ტიკარაძის თქმით როდესაც კონკრეტულ რეგიონში იკვეთება ინფიცირებულების მატება ხდება საწოლების მობილიზებაც. დღეს დღის განმავლობაში კი ბრძანებით დამტკიცდებაიმ კლინიკების ჩამონათვალი რომლებიც კოვიდპაციენტების მკურნალობის პროცესში ჩაერთვებიან.