02:57
27 სექტემბერი, 2021, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
დღეს წითელი პარასკევია - მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს ჯვარცმას, გარდამოხსნასა და დაკრძალვას იხსენებს
26-04-2019

დღეს წითელი პარასკევია – ვნების კვირეულის ყველაზე მძიმე დღე. მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დაკრძალვას იხსენებს.

ტაძრებში დღეს გარდამოხსნის წესი შესრულდება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე გარდამოხსნის წესს ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში 14:00 საათზე შეასრულებს.

წითელ პარასკევს ტაძრებში წირვა არ აღევლინება, რადგან, სახარების თანახმად, ადამიანთა ცოდვებისგან გამოსახსნელად, უფალმა საკუთარი თავი მსხვერპლად შესწირა. მსახურებისას სამეუფო ჟამნი სრულდება, რომლის დროსაც უფლის ვნების შესახებ სახარება იკითხება.

მორწმუნეები ამ დღეს კვერცხებს წითლად ღებავენ. ასევე აცხობენ პასკებს, რადგან სახარების თანახმად, იესო ქრისტეს ჯვარცმა იუდეველთა პასექის დღესასწაულზე მოხდა.

AutoPlay
"თალიბანი" ავიაკომპანიებს საერთაშორისო ფრენების აღდგენის მოთხოვნით მიმართავს
გამოქვეყნდა 9 საათის წინ
თუშეთიდან მოქალაქეთა გამოყვანის ღონისძიება დასრულდა - გადმოყვანილია 200-ზე მეტი პირი
გამოქვეყნდა 9 საათის წინ
თურქეთი რუსეთიდან S - 400 ტიპის დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემის ყიდვას აპირებს
გამოქვეყნდა 10 საათის წინ
ყოფილ პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას აკრიტიკებენ "ევროპულ საქართველოში"
გამოქვეყნდა 10 საათის წინ
სომხეთში კორონავირუსის 925 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 12 ადამიანი
გამოქვეყნდა 12 საათის წინ
გერმანიაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
გამოქვეყნდა 12 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები