დღეს, თელავში არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია გაიმართება. სალომე ზურაბიშვილის ინუგურაცია ერეკლე მეორის სასახლეში, 15:00 საათზე დაიწყება და 40 წუთს გაგრძელდება. მოსახლეობას საშუალება ექნება ინაუგურაციას თვალი ვაჟა-ფშაველას სახელობის თეატრის წინ დამონტაჟებულ მონიტორზე ადევნოს. დღესვე სალომე ზურაბიშვილი მოწვეულ სტუმრებთან ერთად, 16:00 საათზე ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამატულ თეატრში საზეიმო მიღებას გამართავს. საქართველოს მე-5 პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიალში მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოს 55-მდე ქვეყნის 150-მდე წარმომადგენელი. საქართველოს ეწვივნენ მაღალი რანგის სტუმრები 20-ზე მეტი ქვეყნიდან, ასევე 16 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი.