საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდი, თბილისის დინამო დღეს როტერდამის ფეინოორდს დაუპირისპირდება. მატჩი ევროპა ლიგის ეგიდით, საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე რაუნდში გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 21 საათსა და 30 წუთზე დე კუიპ არენაზე შედგება. შეგახსენებთ, რომ ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართულმა კლუბმა უკვე ორი ეტაპი დაძლია და ტურნირიდან ენგორდანი და გაბალა გამოაგდო, ხოლო იაპ სტამის გუნდი პირდაპირ ნახევარდფინალიდან ჩაერთო.