დღეს თბილისის დროით 20 საათსა და 30 წუთზე, თბილისი დინამო როტერდამის ფეინოორდს უმასპინძლებს. ქართული კლუბი 1 კვირის წინ სტუმრად ჰოლანდიურ კლუბთან უშანსოდ 4-0 დამარცხდა და მომდევნო ეტაპზე გასვლის მათემატიკური შანსი დარჩა. შეგახსენებთ, რომ ამ შეხვედრაზე გულშემატკივრები მისვლას ვერ შეძლებენ, უეფას მიერ დაწესებული სანქციის გამო. ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ დინამო სანქცია, გულშემატკივრების მიერ ნაცისტური ბანერის გამოფენის გამო დაუწესა.