მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოში ჩამოსვლას აპირებს, თუმცა დღეს ამისთვის სიტუაცია მზად არ არის. აღნიშნული განცხადება ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა ამჯერად ლიეჟის კონგრესის სასახლის დარბაზში, ემიგრანტებთან შეხვედრისას განაცხადა. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, სამშობლოში დასაბრუნებლად სიტუაციის მომზადებას კვირები და თვეები დასჭირდება, რისთვისაც მუშაობა მიმდინარეობს. შეხვედრას სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები ესწრებოდნენ."რა თქმა უნდა, ჩვენ საქართველოში ჩავდივართ, მაგრამ მინდა გკითხით: ახლა დღეს რომ წავიდეთ ყველა ერთად, არის მომზადებული სიტუაცია?! დღეს სიტუაცია არ არის მზად, მაგრამ თუ სიტუაცია დღეს არ არის მზად, უახლოეს კვირებსა და თვეებში ჩვენ ეს უნდა მოვამზადოთ. არ შეიძლება აქედან უყურო შენი ქვეყნის განადგურებას. ამიტომ არჩევანი ძალიან მარტივია" - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.