პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით ამ ეტაპზე ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სრულად ექვემდებარება კონტროლს. როგორც პრემიერმა პარლამენტში საგანგებო მდგომარეობის პერიოდში მთავრობის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, დღეს არავინ იცის, ხვალ მსოფლიო როგორი იქნება როგორც ეკონომიკური, ასევე სოციალური ცხოვრების თვალსაზრისით. აღნიშნული ფაქტი პრემიერმა ქვეყნის მთავარ გამოწვევად დაასახელა. მისივე თქმით, სწორედ იმ ფაქტმა რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა დაექვემდებარე კონტროლს მთავრობას მიეცა შესაძლებლობა დაწესებული შეზღუდვების დაანონსებულზე უფრო ადრე შემსუბუქების.