ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დღეს სავარაუდოდ მოლაპარაკებების მორიგი მეხუტე რაუნდი გაიმართება. შეხვედრას კვლავ აშშ-ს ელჩის რეზიდენცია უმასპინძლებს და ის ფასილიტატორი ელცების თანდასწრებით გაიმართება. მმართველი გუნდიდან შეხვედრას პარლამენტის ყოფილი და ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარეები ირაკლი კობახიძე და არჩილ თალაკვაძე დაესწრებიან.
მოლაპარაკებების განსახილველი ძირითადი საკითხი ის 4 პუნქტიანი გეგმაა, რომელიც ოპოზიციამ ხელისუფლებას პოლიტიკური კრიზისიდან გამოასვლელად შესთავაზა.