საქართველოს სათხილამურო ფედერაცია 21 დეკემბერს, მესტიაში, 2019 წლის ზამთრის სეზონს, სამთო-სათხილამურო თასის გათამაშების პირველი ეტაპით გახსნის. შეჯიბრება აწ ვალის ფერდობზე სპეციალურ და გიგანტურ სლალომში ორი დღის განმავლობაში გაიმართება.შეჯიბრში მონაწილეობას მიიღებენ: გუდაურის, ბაკურიანის, მესტიის, აჭარის ნაკრები გუნდები,რომლებმაც გასული წლის შიდა რეგიონალურ ჩემპიონატებზე წარმატებას მიაღწიეს და საქართველოს მთავარ ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს.საქართველოს თასის გათამაშების პირველი ეტაპის გამარჯვებულები, 22 დეკემბერს მესტიის ცენტრში, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებული ღონისძიების დროს საზეიმო ვითარებაში დაჯილდოვდებიან.