დღეს საქართველოში ანდრია პირველწოდებულისა და ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობის დღე აღინიშნება - Palitra News

დღეს საქართველოში ანდრია პირველწოდებულისა და ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობის დღე აღინიშნება

2021-05-12 08:54:03+04:00

12 მაისს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა ანდრია პირველწოდებულის დღეს აღნიშნავს. დღესვე, საქართველო უკვე მესამე წელია, ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღესაც აღნიშნავს.

დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, საქართველოში მოქმედ ყველა ეკლესია-მონასტერში სადღესასწაულო წირვა შესრულდება. ქვეყანაში ქრისტიანობის თავდაპირველად შემოტანას სწორედ ანდრია მოციქულს უკავშირებენ.

12 მაისი ქვეყანაში უქმედ არის გამოცხადებული.