ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტური დღეს გაიმართება. საქართველოს ეროვნული ნაკრები დინამოს ბორის ბაიჭაძის არენაზე გიბრალტარს უმასპინძლებს. ჩვენი ნაკრები უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში სრული შემადგენლობით ემზადებოდა. შეგახსენებთ, რომ ჩატარებული ორი მატჩიდან ჯვაროსნებმა ორივე წააგეს. საქართელო ისტორიაში გიბრალტარს ორჯერ დაუპირისპირდა და ორივეჯერ მოიგო, ჯამში კი ბურთების ბალანსი 7-0 ზეა.