დღეს თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე საქართველოს ეროვნული ნაკრები დანიას დაუპირისპირდება. მატჩი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით ჩატარდება. შეხვედრის უპირობო ფავორიტად სკანდინავიური გუნდი მიიჩნევა, რომელმაც 2 ტურის შემდეგ ირლანდიასთან და შვეიცარიასთან 2 ქულა მოაგროვა და პირველი გამარჯვების მოპოვება სწორედ დღეს აქვს დაგეგმილი. ჩვენი ნაკრები ჯგუფში მესამე ადგილზეა, ჯვაროსნება 3 ჩატარებული შეხვედრიდან 2 წააგეს და 1, უკანასკნელი დაპირისპირება გიბრალტართან მოიგეს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპზე დე ჯგუფშია, სადაც ირლანდიის ნაკრები 7 ქულით ლიდერია.