დღეს 20 საათზე თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, თბილისის საბურთალო არარატ არმენიას, ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე წრეში დაუპირისპირდება. პირველი მატჩი ერევანში ქართველთა მინიმალური გამარჯვებით, 1-2 დასრულდა, დღეს კი პლეიოფში გამსვლელთა ვინაობა გაირკვევა. თუ დღეს თბილისური კლუბი მომდევნო ეტაპზე გავა პლეიოფში ლუქსემბურგულ დუდელანჟს დაუპირისპირდება და ევროპა ლიგის ჯგუფში მოხვედრის კარგ შანსს მიიღებს.