დღეს რაგვბის კავშირის ახალი ხელმძრვანელი უნდა აირჩიონ. რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატი მხოლოდ სოსო ტყემელაძეა.
ახალი არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც 30 დეკემბერს ყრილობაზე ირაკლი აბუსერიძე შეკრებილმა დელეგატებმა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტად აირჩიეს, თუმცა ეს გადაწყვეტილება საჯარო რეესტრმა კანონთან შეუსაბამობის არგუმენტით ოფიციალურად არ გააფორმა.
დღეს დაგეგმილ არჩევნებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ირაკლი აბუსერიძე.
"ქართული რაგბისთვის არაკეთილის მოსურნე ხალხი, ყველა ჩვენი წარმატების, ყოველი დადებული ლელოს, გულშემატკივრის სიხარულის, მუხლჩაუხრელი შრომის, ვარჯიშის, ბრძოლის წყალში ჩაყრას შეეცდება! ერთ, რაგბთან არაფერ შუაში კაცს - მშენებელ იოსებ ტყემალაძეს, რაგბის კავშირის პრეზიდენტობის უკანონოდ გაფორმება სურს", - წერს აბუსერიძე სოციალურ ქსელში.