სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორეს მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციის წევრებს მიიღებს. დელეგაციას საფრანგეთის მიტროპოლიტი ემანუელი ხელმძღვანელობს. როგორც პატრიარქის მდივნმა დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა, შეხვედრის მიზანი უკრაინის ეკლესიის საკითხზე პოზიციების გაცნობაა. უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის დამადასტურებელ ტომოსს მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა ხელი 5 იანვარს მოაწერა. მსოფლიო პატრიარქმა მართლმადიდებელ ეკლესიებს უკრაინის ავტოკეფალიის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.