მართლმადიდებელი სამყარო დღეს უფლის ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა მიმდინარეობს. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, საღმრთო ლიტურგიას საბურთალოზე, ამაღლების სახელობის ტაძარში აღავლენს.
წმიდა სახარების მიხედვით, ქრისტე თავის მოწაფეებს აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ეცხადებოდა და სასუფევლის შესახებ მოუთხრობდა. იესომ შეკრებილთ აღუთქვა, რომ მალე სულიწმიდას მოუვლენდა და უბრძანა, იერუსალიმს არ წასულიყვნენ. ქრისტემ შემდეგ ისინი ბეთანიის მიმართულებით გაიყვანა და ელეონის მთაზე ამაღლდა.