დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლობას ზეიმობს - Palitra News

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლობას ზეიმობს

2020-09-21 09:02:09+04:00

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს, ღვთისმშობლობას აღნიშნავს. საზეიმო ლიტურგია ყველა მოქმედ ტაძარში ჩატარდება.ღვთისმშობლის შობა ერთ-ერთია 12 საუფლო დღესასწაულს შორის.

მართმადიდებლური მრწამსით ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გალილეის ქალაქ ნაზარეთში დაიბადა. მამა, მართალი იოაკიმე, დავით მეფის ტომიდან იყო, ხოლო დედა, მართალი ანა – პირველი მღვდელმთავრის, აარონის შთამომავალი.