"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" პოლიტსაბჭოს სხდომა დღეს გაიმართება. სხდომა პარტიის ცენტრალურ ოფისში ჩატარდება. მმართველი გუნდის ლიდერები დეტალებს არ ახმაურებენ. ამბობენ მხოლოდ იმას, რომ ახალ პოლიტსაბჭოს „ქართული ოცნება“ ყრილობაზე, ახალ პარტიის თავმჯდომარესთან ერთად დაამტკიცებს. კულუარული ინფორმაციით ლიდერებს შორის იქნებიან ახალი სახეები მინისტრთა კაბინეტიდან. "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" რიგით მეხუთე ყრილობა11 მაისს გაიმართება.