მოსამართლეთა კონფერენციაზე დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოთხ ახალ წევრს აირჩევენ. ლევან მურუსიძეს, თამარ ალანიას, შოთა გეწაძესა და მერაბ გაინაშვილს საბჭოში საქმინობის ვადა ეწურებათ. ისინი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში თავიანთ საქმიანობას დადებითად აფასებენ და ამბობენ, რომ მათი მუშაობის პერიოდში არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა და სასამართლო უფრო დამოუკიდებელი გახდა. მოსამართლეთა კონფერენციას საბჭოს ის ახალი ოთხი არამოსამართლე წევრიც ესწრება, რომლებიც პარლამენტმა რამდენიმე დღის წინ დაამტკიცა. იუსტიციის უმაღლესი საბჭო ახალი შემადგენლობით 26 ივნისს შეიკრიბება.