დღეს გამორჩეული დღეა ჩვენი ერის ისტორიაში, აღვნიშნავთ ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღეს - პრემიერი - Palitra News

დღეს გამორჩეული დღეა ჩვენი ერის ისტორიაში, აღვნიშნავთ ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღეს - პრემიერი

2019-05-12 15:52:43+04:00

დღეს არის გამორჩეული დღე ჩვენი ერის ისტორიაში. დღეს აღვნიშნავთ ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღეს. დღესვე აღევლინა ლოცვა ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში.დღესვე ჩვენ აღვნიშნავთ ანდრია მოციქულის დღეს და იმედის დღეს. მსურს, ყველა ჩვენს მოქალაქეს და სრულიად საქართველოს, მივულოცო ეს ბრწყინვალე დღესასწაული.აქვე მინდა გითხრათ, რომ ამავე ტერიტორიაზე დაიწყება მშენებლობა კულტურულ-საგანმანათლებლო მუზეუმის, სადაც იქნება წარმოდგენილი ყველაზე სანუკვარი, ჩვენი ეროვნული საგანძური და აქვე გაიხსნება სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი. კიდევ ერთხელ მსურს, სრულაიდ საქართველოს მივულოცო დღევანდელი დღე“,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.