განიხილავს თუ არა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ხუთი პირის საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, დღეს გახდება ცნობილი. წინასასამართლო სხდომა მცხეთის რაიონულ სასამართლოში გაიმართება.
ადვოკატ ბექა ნემსიწვერიძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს არ გადაეცემა, ამის შემდეგ უნდა გადაწყდეს საქმის სასამართლოსთვის გადაცემის საკითხი, ან დაკავებულებისთვის სისხლის სამართლის დევნის შეწყვეტა, რასთან დაკავშირებითაც, ადვოკატის განცხადებით, შუამდგომლობითაც მიმართავს სასამართლოს. ნემსიწვერიძის განმარტებით, მას არ აქვს მოლოდინი, რომ მოსამართლე მის შუამდგომლობას გაიზიარებს.