ყოფილი მეუღლის მიმართ განხორცილებულ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმე გადაეცემა თუ არა სასამართლოს არსებითად განსახილველად, დღეს გახდება ცნობილი.
წინასასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოშია დანიშნული, რომელიც მხარეთა მონაწილეობით დისტანციურად წარიმართება. სხდომას დაესწრება ნიკოლოზ ბასილაშვილიც.
როგორც პალიტრანიუსს საუბარში ბასილაშვილის ადვოკატი ირმა ჭკადუა აცხადებს, ჩოგბურთელი უდანაშაულოა და სასამართლოსგანაც შესაბამისი გადაწყვეტილების მოლოდინი აქვს.
შეგახსენებთ საქართველოს პროკურატურამ ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტის მუხლით წაუყენა, მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებიან.