04:12
23 აგვისტო, 2019, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
სპორტი
დღეს "დინამო" და "ტორპედო" ევროპა ლიგაზე ითამაშებენ
18-07-2019

დღეს ევროპა ლიგის საკვალიფიაკციო ეტაპის განმეორებითი მატჩები დასრულდება, სადაც კიდევ ორი ქართული კლუბი, თბილისის დინამო და ქუთაისის ტორპედო მიიღებენ მონაწილეობას. დედაქალაქურ კლუბს ყველაფერი გარკვეული აქვს, ის ანდორულ ენგორდანის უპირისპირდება, პირველი მატჩი 6-0 მოუგო და სავარაუდოდ სტუმრადაც დაამარცხებს. დინამოს მეოთხედფინალში საკმაოდ ძლიერი მეტოქე, აზერბაიჯანული გაბალა ეყოლება.
განსვავებული სიტუაციაა ქუთაისში, სადაც ტორპედო ყაზახურ ორდაბასის უმასპინძლებს, რომელსაც ქართველი კახა ცხადაძე წვრთნის. პირველი მატჩი ყაზახური გინდის მინიმალური გამარჯვებით 1-0 დასრულდა, რაც ტორპედოსა და ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებს ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს. ორდაბასსა და ტორპედოს შორის გამარჯვებული შემდეგ წრეში მლადა ბოლესლავს დაუპირისპირდება.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები