ე.წ. ციანიდის საქმეზე დღეს სოსო ოხანაშვილის გარდა დაიკითხება პირი, რომელიც დეკანოზმა გიორგი მამალაძემ აეროპორტში მისვლამდე ნახა და მისგან გარკვეული ნივთები მიიღო. როგორც პროცესის დაწყებამდე პროკურორმა ზვიად გუბელაძემ განაცხადა, აღნიშნული პირი არის ბრალდებულის უახლოესი მეგობარი, რომელიც მას „სხვადასხვა სასულიერო პირების დისკრედიტაციის მიზნით სტატიების მომზადებაში“ეხმარებოდა. მან მოწმის ვინაობის გამხელაზე სასამართლო პროცესის დაწყებამდე უარი განაცხადა. რაც შეეხება სოსო ოხანაშვილის დაკითხვას, პროკურორის განცხადებით, მისი სკაიპის საშუალებით დაკითხვა 14:00 საათზეა დაგეგმილი.