დღეს დაანონსებული მარშის ჩატარება მიმაჩნია მიზანშეუწონლად, ის შეიცავს სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს - პრემიერი - Palitra News

დღეს დაანონსებული მარშის ჩატარება მიმაჩნია მიზანშეუწონლად, ის შეიცავს სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს - პრემიერი

2021-07-05 11:22:29+04:00

დღეს დაანონსებული მარში და ამის ჩატარება მიმაჩნია მიზანშეუწონლად,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

მისი თქმით, „პრაიდის კვირეულის“ ფარგლებში რუსთაველის გამზირზე დაანონსებული მსვლელობა სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს შეიცავს, იქიდან გამომდინარე, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ე.წ. მარშის ჩატარებას ეწინააღმდეგება.