დღეს და ხვალ შავი ზღვის სანაპიროზე შტორმია - Palitra News

დღეს და ხვალ შავი ზღვის სანაპიროზე შტორმია

2017-07-29 14:53:01+04:00

შავი ზღვის სანაპიროზე დღეს და ხვალ 4-5-ბალიანი შტორმია მოსალოდნელი. შავი ზღვის სანაპიროზე გუშინ შტორმი დაახლოებით 3 ბალამდე იყო. აღნიშნული განპირობებულია დასავლეთ საქართველოში გრილი მასების შემოსვლით. შედეგად, საქართველოში ჰაერის ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით დაიკლებს.