დღეს და ხვალ ევროპულ საბჭოში სამი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ დისკუსია გაიმართება, რის შემდეგადაც 27 ქვეყანა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს.
ევროსაბჭოს სხდომის წინ ევროკავშირისა და დასავლეთ ბალკანეთის ლიდერები ბრიუსელში ერთმანეთს ხვდებიან. აუდიენციის შემდეგ ევროპული საბჭოს ლიდერები ასოცირებულ ტრიოზე დაიწყებენ მსჯელობას. შეხვედრა ჩვენი დროით ხუთი საათისთვის გაიმართება.
პირველი, რომელიც საბჭოს წინაშე სიტყვით გამოვა ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა იქნება, რის შემდეგაც სამუშაო სესია გაიმართება. სამიტი ხვალ დასრულდება.