დღეს ჩვენი სტაბილურობა, ამ რეგიონში მშვიდობა ევროკავშირის ინტერესშია - სალომე ზურაბიშვილი - Palitra News

დღეს ჩვენი სტაბილურობა, ამ რეგიონში მშვიდობა ევროკავშირის ინტერესშია - სალომე ზურაბიშვილი

2020-10-03 13:43:13+04:00

მინდა, მივმართო ევროკავშირს: ჩვენ, ამ რეგიონის სამივე ქვეყანა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები ვართ. დღეს ჩვენი სტაბილურობა, ამ რეგიონში მშვიდობა ევროკავშირის ინტერესშია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. ზურაბიშვილმა სომხეთისა და აზერბაიჯანის ხელისუფლებას ცეცხლის შეწყვეტისა და გიალოგის განახლებისკენ მოუწოდა. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ხელისუფლების მზაობა, რომ თბილისი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში ჩართული მხარეების მოლაპარაკების ადგილი იყოს.