დღეს ჩემი მესამე ვიზიტი გამოდის პარლამენტში ერთ თვეში, რაც შეიძლება კიდევ ერთი არგუმენტი იყოს იმისთვის, რომ ქვეყანაში საპარლამენტო დემოკრატია ვითარდება - პრემიერი - Palitra News

დღეს ჩემი მესამე ვიზიტი გამოდის პარლამენტში ერთ თვეში, რაც შეიძლება კიდევ ერთი არგუმენტი იყოს იმისთვის, რომ ქვეყანაში საპარლამენტო დემოკრატია ვითარდება - პრემიერი

2020-06-26 12:40:11+04:00

დღეს ჩემი მესამე ვიზიტი გამოდის პარლამენტში ერთი თვის განმავლობაში, რაც შეიძლება კიდევ ერთი არგუმენტი და ფაქტორი იყოს იმისთვის, რომ ქვეყანაში საპარლამენტო დემოკრატია ვითარდება,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით წარდგენისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, ის ოთხი ძირითადი პრიორიტეტული მიმართულება, რომელიც სამთავრობო პროგრამის დამტკიცების დროს იყო წარდგენილი, განხორციელების ფაზაშია და მუშაობა არ გაჩერებულა.