30 მარტი არის ის ბოლო ვადა, როცა ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებული სსიპ-ი ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო უნდა ამოქმედდეს. სააგენტო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი იქნება. თავად სააგენტოს უფროსი, პარლამენტის მიერ მიღებული კანონით დადგენილი წესით, 3 თვის ვადაში დაინიშნება. კანონის მიხედვით, სააგენტოს უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი. დანიშვნამდე კი, უფროსის კანდიდატურას სპეციალური კომისია შეარჩევს. თავის მხრივ, კომისიას არჩევანის გაკეთება იმ სამ კანდიდატს შორის მოუწევს, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი შეარჩევს და მას დასამტკიცებლად წარუდგენს.