დღეს თბილისის დროით 23 საათსა და 45 წუთზე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის, უკანასკნელი, მერვე ტურის მატჩს გამართავს საქართველოს ნაკრები. ვლადიმირ ვაისის გუნდი მატჩის მასპინძელ ქალაქში 14 ნოემბერს გერმანიაში ჩატარებული სამდღიანი საწვრთნელი შეკრების შემდეგ ჩავიდა. ქართველმა ფეხბურთელებმა შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე ერთი საათი ივარჯიშეს. შვეიცარია - საქართველოს მატჩის 18 ათასზე მეტი ბილეთია გაყიდული, 15 ნოემბერს სენტ გალენის სტადიონზე შეხვედრა ანშლაგით ჩაივლის.