დღეს 140 საარჩევნო უბნის შედეგები გადაითვლება. საოლქო საარჩევნო კომისიები, 11-ტ საათზე, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, სხდომებზე წილისყრით გამოავლენენ ყოველ საარჩევნო ოლქში იმ უბნებს, რომლის შედეგებიც უნდა გადაითვალოს.
ამასთან, ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი საოლქო საარჩევნო კომისიებს მიმართავს ინიციატივითა და რეკომენდაციით - სავალდებულო ხუთი უბნის ნაცვლად, გამოავლინონ და გადათვალონ შვიდ-შვიდი საარჩევნო უბნის შედეგი.