თბილისის მერი ბოლო პერიოდში გავრცელებულ მოსაზრებას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა ქართული ოცნების რამდენიმე წევრმა გუნდი დატოვოს. მისი თქმით, დღეის მდგომარეობით უმრავლესობიდან ვინმეს გასვლის საშიშროება არ არსებობს. ამასთან, კალაძის თქმით, იგი ასეთ განვითარებაშიც ვერ ხედავს პრობლემას, ვინაიდან „ქართულ ოცნებას“ მსგავსი გამოცდილება უკვე აქვს, რამაც პარტიის მუშაობას ხელი ვერ შეუშალა.