გარემოვაჭრეები ზუგდიდში აქციებს აანონსებენ. მათი ინფორმაციით, ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები, დღეს მათი სამუშაო დახლების აღებას აპირებენ. მერიის თანამშრომლებისგან მათ ამის შესახებ წერილობითი გაფრთხილება უკვე რამდენჯერმე მიიღეს, თუმცა მათივე განცხადებით, ისინი მერიას ამის საშუალებას არ მისცემენ.