თბილისში, 10 თებერვლიდან ისევ ამოქმედდება ზონალურ-საათობრივი პარკირების გადასახადი იმისთვის, რომ ქალაქში დავიცვათ წესრიგი და მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ზონალურ-საათობრივი პარკირების პროექტი საკმაოდ წარმატებით ხორციელდება.
ზონალური პარკირება მოქმედებს ორბელიანის მოედანზე, ბარათაშვილის ქუჩაზე, კოტე აფხაზის ქუჩაზე, აბანოთუბანში, პეკინის გამზირსა და მისი გადამკვეთი ქუჩების გარკვეული ნაწილზე, ასევე, ვაკის რაიონში.