დღეიდან უცხოელი ინვესტორებისთვის ბინადრობის ნებართვის გაცემის წესი იცვლება. კერძოდ, ცვლილების თანახმად, იმისთვის, რომ უცხოელმა ერთწლიანი ბინადრობის მოწმობა აიღოს, უნდა შეიძინოს უძრავი ქონება, რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 100 ათასი დოლარის ეკვივალენტს ლარში.უცხოელს შრომითი ბინადრობის ნებართვის აღება იმ შემთხვევაში შეეძლება, თუ ის დასაქმებულია ისეთ კომპანიაში, რომელსაც აქვს არანაკლებ 50 ათასი ლარის ბრუნვა ერთ დასაქმებულ უცხოელზე. საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა გაიცემა უცხოელზე, თუ მან საქართველოში განახორციელა არანაკლებ 300 000 ამერიკული დოლარის ინვესტიცია.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ცვლილების შედეგად, ინვესტორზე თავიდანვე მუდმივი ბინადრობის ნებართვა აღარ გაიცემა. მუდმივ ბინადრობამდე ინვესტორმა ჯერ 5 წლის ვადით საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა უნდა მიიღოს.