ქალაქ თბილისში მცხოვრები მოქალაქეები, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მიზნით, ქალაქიდან გასვლას დილის 06:დან -08:00 სთ-მდე, ხოლო ქალაქში დაბრუნებას საღამოს 18:დან-19:00 სთ-მდე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემული საშვით შეძლებენ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით ნებართვის მისაღები ფორმა განთავსდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებ-გვერდზე www.mepa.gov.ge.
მოქალაქემ აღნიშნული ფორმა/განაცხადი უნდა შეავსოს ქალაქიდან გასვლამდე 12 საათით ადრე. საშვების გაცემა ელექტრონულად მოხდება, ასევე ელექტრონულად მოხდება განმცხადებლისთვის უარყოფითი პასუხის ცნობაც.